საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებზე

„საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 50%-ზე მეტი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. დსთ-ს ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცების წილმა 2015 წელს 40%-ს გადააჭარბა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი 40%-ს,ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების 90%-ს აღწევს.