არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ატარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ეკონომიკური მედია სკოლის მესამე ნაკადი 21 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედიასაშუალებას წარმოადგენენ. მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.

საზოგადოება და ბანკები პროექტს „ლიბერთი ბანკთან“ ერთად ახორციელებს.