რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ გამოიწვია ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე და ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. საზოგადოება და ბანკები მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ფაქტორები ამოწურულია და სხვა თანაბარ პირობებში არ არის მოსალოდნელი რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი ზრდა.

ჩვენი აზრით, 2015 წლის განმავლობაში გაზრდილმა რეფინანსირების განაკვეთმა გამოიწვია ინფლაციის შემცირება და დადებითად აისახა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. თუმცა გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი უარყოფითად აისახება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, ერთობლივ მოთხოვნაზე და ეკონომიკურ ზრდაზე.

მოხმარებლებს შეუძლიათ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების გარდაქმნა ფიქსირებული განაკვეთის მქონე სესხად და ამით თავს დაიცავენ ყოველთვიური შენატანების ზრდისგან, თუმცა თუ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი მათ არ შეუმცირდებათ სესხის საპროცენტო განაკვეთი.

საერთო ჯამში, ინფლაციის ზრდასთან ერთად იზრდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთები, თუმცა რეალური საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება. 

გაეცანით კვლევას  მიმაგრებულ ფაილში სრული სახით. 
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე