არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ იპოთეკურ სესხზე არსებული პირობები მიმოიხილა. აქციის ფარგლებში, რამდენიმე ბანკი მათ სახელფასო პროგრამაში ჩართვის და სხვა ბანკიდან მათთან სესხის გადატანის სანაცვლოდ, მომხმარებელს ისტორიულად ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, რაც ძირითადად 7%-ით განისაზღვრება. ნომინალურ განაკვეთს ემატება უძრავი ქონების და სიცოცხლის დაზღვევის ტარიფი და საბოლოო პროცენტი 7.6%-8.6%-ით განისაზღვრება. ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი ფიქსირებულია და უცვლელი რჩება პირველი სამი წლის განმავლობაში, შემდგომ ბანკს უფლება აქვს გადახედოს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს და გაზარდოს სარგებელი 2.00%-დან 4.00%-ის ოდენობით. მომხმარებლის გადაბირების შემთხვევაში სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო შესაძლებელია 0%-ით განისაზღვროს. გარკვეულ შემთხვევებში რეფინანსირების ხარჯსაც (2.00%) სრულად ან ნაწილობრივ ბანკი საკუთარი სახსრებით ფარავს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი რესურსი ბანკებს ევროს ვალუტით დენომინირებულ სესხებზე აქვთ და პრიორიტეტულად ამ ვალუტას სთავაზობენ მომხმარებელს. ევროში გაცემული სესხების წილი ჯამში გაცემულ სესხებთან არის უმნიშვნელო, ვინაიდან ევროში შემოსავალი აქვს მოსახლეობის მცირე ნაწილს და როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის, სავალუტო რისკი ევროს შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი.
გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.