ეკონომიკურ აქტივობაზე ლარის გაუფასურებასთან ერთად  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საკანონმდებლო ცვლილებებმა, კერძოდ  უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ. ცვლილებების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო მოკლევადიან პერიოდში დაკრედიტების  შესუსტება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ბოლო ორი თვის მონაცემებით იკვეთება, რომ მოსახლეობა მეტი სიფრთხილით ეკიდება ახალი გარიგებების დადებას, რაც ვალუტების მიხედვით ჩაშლილ სასესხო პორტფელის ცვლილებაზეც აისახა. მოკლევადიანი სირთულის მიუხედავად კომერციული საბანკო სექტორი სტაბილურად იზრდება, მარტის საკონვერსიო შემოსავლებიდან მიღებულმა სარგებელმა 24.8 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 115.1 მლნ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .

"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.