საკრედიტო პროდუქტები

სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტი: სამომხმარებლო, იპოთეკური და ავტოსესხი; საკრედიტო ბარათი; განვადება; ოვერდრაფტი.

პლასტიკური ბარათები

პლასტიკური ბარათი არის ორი სახის: სადებეტო და საკრედიტო. სადებეტო ბარათზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თანხის განთავსება. ძირითადად ბარათზე ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიშია მიბმული: ლარი, აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი და ევრო.

საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე, მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

ანაბარი

ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.

თავდებობა

თავდებობა ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს.

ავტოსესხი

ავტოსესხი არის მიზნობრივი სესხი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მისთვის სასურველი, როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილი. ზოგადად კრედიტის უზრუნველყოფას შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა, ხოლო დაზღვევის თანხა ავტომობილის ღირებულებიდან და შეძენილი პაკეტიდან გამომდინარეობს

პლასტიკური ბარათი

პლასტიკური ბარათი არის ორი სახის: სადებეტო და საკრედიტო. სადებეტო ბარათზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თანხის განთავსება. ძირითადად ბარათზე ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიშია მიბმული: ლარი, აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი და ევრო.

შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი

მოთხოვნამდე/შემნახველი ანაბარი არის უვადო სახის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს შემნახველ დეპოზიტებზე თანხა შეცვალოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია

ზრდადი დეპოზიტი

ზრდადი ანაბარი ვადიანი ტიპის ანაბარია, რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა შეცვალოს ზრდის მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას.

ვადიანი დეპოზიტი

ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია.