„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი გეგმავს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს.

საკუთარი მისიის და მიზნების მისაღწევად ვახორციელებთ შემდეგ პროექტებს:

  • საკონსულტაციო ცენტრი - საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვალიფიციური რჩევები  საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ.
  • კვლევითი ცენტრი - კვლევითი ცენტრის მიზანია საზოგადოებისთვის მომზადდეს საბანკო სფეროს და ეკონომიკურ თემების  შესახებ კომპეტენტური დასკვნები, რომელიც განხილვისთვის წარედგინება მედიას და ანალიტიკოსებს. კვლევითი ცენტრი მუშაობს როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების, ასევე მიმდინარე და აქტუალური თემების ანალიზის მიმართულებით. 
  • მედია სკოლა - პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით სწავლობენ. 
  • რჩევები მომხმარებლებს - ერთობლივი პროექტი ტელეკომპანია რუსთავი2-თან ერთად. ყოველ ორშაბათს, გადაცემაში "სხვა შუადღე" სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლები საბანკო მომხმარებლებს სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან.