„საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო პერიოდში ბევრი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) დაარსდა, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც მაღალი სარგებლის მიღება სწრაფად სურს. მსგავსი კომპანიები მომხმარებელს ლარში ინვესტირების შემთხვევაში საშუალოდ წლიურ 24-33%-ს, ხოლო აშშ დოლარში 13-33% სარგებელს სთავაზობენ.

საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებზე

„საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 50%-ზე მეტი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. დსთ-ს ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცების წილმა 2015 წელს 40%-ს გადააჭარბა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი 40%-ს,ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების 90%-ს აღწევს.

"ონლაინ სესხების" ბაზრის მიმოხილვა

ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის უარყოფითი შედეგების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა და ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი...

რეფინანსირების სესხები და საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიმოხილვა

რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ გამოიწვია ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე და ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა.

საბანკო სექტორის მიმოხილვა (2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით)

მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 დეკემბრის მდგომარეობით სტაბილურია. მართალია ტურისტულმა სეზონმა ლარის გამყარება ვერ შეძლო, თუმცა საბანკო სექტორზე მაინც დადებითი გავლენა იქონია.

კომერციული ბანკების რეკლამების მონიტორინგი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და  ბანკებმა“  ბოლო 4 თვის მანძილზე მედიაში და ინტერნეტ სივრცეში კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობის მონიტორინგი ჩაატარა (იგულისხმება ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, სოციალურ

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობა

„კრედიტინფო საქართველომ“ მოახდინა მნიშვნელოვანი ინვესტირება სპეციფიური ინსტრუმენტის შექმნაში, რომელიც ეხმარება კომპანიებს მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თვალსაზრისით და ხელი შეუწყონ ამ სექტორისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას.