გიორგი კეპულაძე

დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარე

გიორგი კეპულაძე „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის გამგეობის თავმჯდომარის  თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებს. მან მიიღო  საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან გიორგი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იყო კორესპონდენტი ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-ში და საზოგადოებრივ მაუწყებელში.

2009 წლიდან 2013 წლამდე გიორგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში  დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მიღებული აქვს რამდენიმე დიპლომი და სერტიფიკატი სხვადასხვა საერთაშორისო სემინარებში და კონფერენციებში მონაწილეობისთვის,  არის ღირსების ორდენის კავალერი.

 

ანი ალიბეგაშვილი

საბანკო პროდუქტების ექსპერტი

ანი ალიბეგაშვილი საბანკო პროდუქტების ექსპერტის პოზიციაზე "საზოგადოება და ბანკების" გუნდს 2016 წლის თებერვლიდან შემოუერთდა. ანის საბანკო სექტორში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს. მას კრედიტ ოფიცრის, პროცესინგის სამსახურის - რეგიონული მენეჯერისა და ფილიალის მმართველის პოზიციები ეკავა.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. გოეთეს ინსტიტუტში მიღებული აქვს ენის კომპეტენტურად გამოყენების სერტიფიკატი.

 

              

ანა ბეროშვილი

ფინანსური მენეჯერი

ანა ბეროშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა.

მუშაობდა რადიო „ჰერეთში“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე საქართველოს ბანკში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ანას გავლილი აქვს მართვის აკადემიის და IREX-ის გრძელვადიანი ტრენინგი „მედია გაყიდვების“ მიმართულებით. იგი „საზოგადოება და ბანკებში“ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს.

 

 

 

 

ნაკო ფალავანდიშვილი

პროექტების მენეჯერი

ნაკო ფალავანდიშვილი „საზოგადოება და ბანკების“  გუნდს 2018 წლის ოქტომბერში შემოუერთდა. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში. ამჟამად, სწავლობს ჯიპას  საერთაშორისო ურთიერთობების  სამაგისტრო პროგრამაზე.

სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საჯარო სექტორში, კერძოდ იუსტიციის სახლში, როგორც ოპერატორს და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, როგორც ფინანსური მონიტორინგის სპეციალისტს.

.

 

 

 

 

 

გიორგი ნებულიშვილი

ეკონომიკური ანალიტიკოსი

გიორგი "საზოგადოება და ბანკების" გუნდს 2019 წლის მარტში შემოუერთდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშრისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი 2018 წელს მიიღო. ამავე წლიდან, კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აქვს კერძო სექტორში, საკონსულტაციო ბიზნესში, მუშაობის გამოცდილება. ERP სისტემების დანერგვისა და ტრენინგის გამოცდილება. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებში.