ბიზნეს სექტორის აქტივობის ტემპი 2005-2014 წლების პერიოდის განმავლობაში 2014 წელს (წინასწარი მონაცემებით) ყველაზე მცირეა. ამის მიზეზი კი მეტწილად ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებაა, რაც ძირითადად რეგულაციების გამკაცრებაში გამოიხატება: ეს არის მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შეზღუდვა, სავიზო რეჟიმის გამკაცრება და სხვა.