ონლაინ რეჟიმში დამტკიცებული სესხი და პრობლემა, რომელიც ზუსტად ერთ თვეში ჩნდება. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ონლაინ სესხებით სარგებლობს, თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და გადახდისუუნარობის გამო, მსესხებლებს ვალის დაბრუნება უჭირთ. გამსესხებლები კი გაცემული თანხის ამოსაღებად პრობლემური სესხების კომპანიებს მიმართავენ, რასაც უკვე მომხმარებლების უკმაყოფილება მოსდევს. ვინ არეგულირებს ინტერნეტსესხების კომპანიებს?