ამოქმედდა ახალი ვებგვერდი www.gaige.ge, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა ტიპის სესხისა და ანაბრის შესახებ. ვებგვერდზე განთავსებულია, როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტები. 
ვებგვერდი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროექტია. პირველად საქართველოში, www.gaige.ge-ის საშუალებით მომხმარებლები ერთ ვებგვერდზე განთავსებულ საკრედიტო და სადებეტო პროდუქტებს, ასევე ვალუტის კურსს გაეცნობიან. 
ვებგვერდზე მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ბანკის კრედიტის შედარებას, რაც დაეხმარება მათ ყველაზე ხელსაყრელი პირობების შერჩევაში. www.gaige.ge-ზე განთავსებულია სესხისა და ანაბრის კალკულატორები. ისინი ვებგვერდის ვიზიტორს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. სესხის კალკულატორით გამოითვლის ყოველთვიურ და ჯამში გადასახდელ თანხას, ასევე ზედმეტად გადახდილ პროცენტს, ხოლო ანაბრის კალკულატორის საშუალებით - ჯამურ დანაზოგს და დარიცხულ სარგებელს გაიგებს.
ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ „საზოგადოება და ბანკების“ საკონსულტაციო ცენტრს და მიიღოთ ონლაინ კონსულტაცია. 
ამ ეტაპზე www.gaige.ge სატესტო რეჟიმში მუშაობს.

იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა "ეკონომეტრის" სიუჟეტი ამ საკითხზე.