"საზოგადოება და ბანკებმა" საბანკო სექტორი (2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით) მიმოიხილა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ წინა თვეებში გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა. თუმცა ივლისი-სექტემბრის მდგომარეობით აშკარა ზრდა აღინიშნება. მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 ოქტომბრის მდგომარეობით გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვადაგადაცილებული სესხის მოცულობის შემცირება 5% და ასევე დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა. მართალია ტურისტულმა სეზონმა ლარის გამყარება ვერ შეძლო, თუმცა საბანკო სექტორზე მაინც დადებითი გავლენა იქონია. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული და სტაბილური ინდუსტრიაა, რომელმაც საკმაოდ ძლიერ კრიზისებს გაუძლო. მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებული ზრდის ტემპი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასულ თვეებში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, მცირე ეკონომიკური შოკები საბანკო სექტორის სტაბილურობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში . 
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.