ხშირია შემთხვევები, როდესაც დაგროვილი საკომისიოს შესახებ სრულიად შემთხვევით ვიგებთ. ბანკში მისვლის დროს დგინდება, რომ ანგარიშზე, რომლითაც რამდენიმე წელია არ გვისარგებლია, ავტომატურად დაგვერიცხა მომსახურების საკომისიო, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა და საკმაოდ დიდ თანხასაც მიაღწია

გარდა საპროცენტო შემოსავლისა, ფინანსური ინსტიტუტები ასევე ე.წ არასაოპერაციო საქმიანობას ახორციელებენ,  საიდანაც იღებენ არასაოპერაციო შემოსავალს. ასეთი სახის შემოსავლის ტიპს მიეკუთვნება მომსახურების საკომისიოები - როგორიც არის ანგარიშის გახსნის საკომისიო, ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო, ინტერნეტ ბანკის საკომისიო, SMS ბანკის საკომისიო, ავტომატური გადახდების საკომისიო, თანხის განაღდების საკომისიო, სესხის გაცემის საკომისიო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოების თანხა მცირეა და მისი გადახდა მომხმარებლისთვის თითქმის შეუმჩნევლად ხდება, მთლიანობაში საბანკო სისტემის მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომდინარე საკომისიოდან მიღებული შემოსავლები საკმაოდ დიდი ციფრი გამოდის. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ საბანკო სფეროში დღეს არსებული საკომისიო მოსაკრებლები მიმოიხილა.

გაეცანით მომსახურების საკომისიოების მიმოხილვას მიმაგრებულ ფაილში.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.