საქართველოს ეკონომიკაში, კომერციული ბანკები, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია,  ამის მიზეზს კი მნიშვნელოვან წილად საბანკო პროდუქტების მრავალფეროვნება განაპირობებს.

საკრედიტო ბარათი, რომელიც სხვა საბანკო პროდუქტებს შორის, გაყიდვების კუთხით მეორე ადგილზეა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია საქართველოში. დღესდღეობით მიმოქცევაში, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1.5 მლნ ბარათია. იმის გამო, რომ მომხმარებლებს ყველაზე მეტი პრობლემები სწორედ ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობის დროს ექმნებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“, გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა საკრედიტო ბარათების პირობებთან დაკავშირებით.

საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარული პროდუქტია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი პირობები მოქნილი და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. დაგროვების სისტემა, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბევრად გამართული და ლოიალურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის „შოპინგი“. იშვიათად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელიც საკრედიტო ბარათიდან ნაღდი ფული გამოაქვს, მომხმარებელთა დაახლოებით 90% ორიენტირებულია უნაღდო ანგარიშსწორებაზე. სამწუხაროდ საქართველოში განსხვავებული სურათია. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკრედიტო ბარათები ერთი-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტია საქართველოში.

საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“  შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია ქართული კომერციული ბანკებისთვის და მომხმარებლებისთვის.

გაეცანით კვლევას სრულად მიმაგრებულ ფაილში
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე