„საზოგადოება და ბანკების“ პროექტი - ეკონომიკური დებატები უკვე 2-ჯერ ჩატარდა. დებატები ეკონომიკურ და საბანკო თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით მიმდინარეობს და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ერთვებიან. ორი ნახევარფინალის შემდეგ, ფინალური დებატი იმართება სადაც გამარჯვებულებს სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით, მსაჯები ავლენენ. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით ჯილდოვდებიან.
ფინალურ ეტაპამდე შერჩეული მონაწილეები, ოცკაციან ჯგუფებად იყოფიან და ტრენინგები ჩუტარდებათ, ლექციების ერთი ნაწილი დებატების სპეციფიკას, ხოლო მეორე ეკონომიკურ და საბანკო თემებს შეეხება. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე.
პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს.