ეკონომიკური მედია სკოლის მეთხუთმეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.
მედია სკოლის მე-15 ნაკადი 15 მსმენელისგან შედგებოდა და ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.
პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
შემდეგი ნაკადის მიღებას ეკონომიკური მედია სკოლა გაზაფხულზე დაიწყებს.