წინანდალში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - „You Lead“ მორიგი სესია გაიმართა. ახალგაზრდებმა ლექციები ამჯერად ეკონომიკურ თემებზე მოისმინეს. ინფლაციაზე, უმუშევრობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და საბანკო პროდუქტებზე პრეზენტაციები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ჩაატარეს.

IRI საქართველო ახორციელებს You Lead პროექტს, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ახალგაზრდებს განვითარებაში და ასევე წაახალისოს მათი ჩართულობა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ პროცესებში. პროექტის მონაწილეები არიან 18 დან 35 წლამდე, სხვადასხვა პროფესიის და ინტერესების მქონე ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. წელიწადნახევრის განმავლობაში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ პროექტის 5 კომპონენტში. რაც ხელს შეუწყობ ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და მათ წარმატებას.