ეკონომიკური მედია სკოლის მეთოთხმეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი, შეზღუდვების გამო, ამჯერად, ონლაინ მიმდინარეობდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.

მედია სკოლის მე-14 ნაკადი 23 მსმენელისგან შედგებოდა და ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.

პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

მეთხუთმეტე ნაკადის მიღებას ეკონომიკური მედია სკოლა შემოდგომით დაიწყებს.