ეკონომიკური მედია სკოლის მეცამეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი, შეზღუდვების გამო, ამჯერად, ონლაინ მიმდინარეობდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.
ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.
შემაჯამებელ ლექციას, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე უძღვებოდა, რომელიც მონაწილეებს მსოფლიო პანდემიაზე, მიმდინარე გამოწვევებზე და მომავლის პერსპექტივებზე ესაუბრა. ლექციის ბოლოს კი, მათ კითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ეკონომიკური მედია სკოლა მეთოთხმეტე ნაკადის მიღებას აპრილიდან დაიწყებს.