„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი -  კობა გვენეტაძე მიმდინარე გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. კობა გვენეტაძემ, ჟურნალისტებთან ერთად, მაკროეკონომიკური თემები მიმოიხილა. მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით სწავლობენ.

ეკონომიკურ მედია სკოლის პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.