საზოგადოება და ბანკები  ეკონომიკური მედია სკოლის მეცამეტე ნაკადის მიღებას იწყებს!

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი -  გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე -  info@sab.ge, 2020 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.

ლექციები ჩატარდება covid19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და წესების სრული დაცვით!

„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს გერმანიის „შემნახველი ბანკების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.