საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეთორმეტე ნაკადის მიღებას იწყებს!
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge, 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს გერმანიის „შემნახველი ბანკების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.