ეკონომიკურ მედია სკოლას ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავა ესტუმრა. ეკონომისტი მსმენელებს სტატისტიკური მონაცემების მოძიების გზებზე და მათ დამუშავების ხერხებზე ესაუბრა. 

სტუმარმა ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალური თემები მიმოიხილა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. 

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  ფინანსური განათლების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.