საზოგადოება და ბანკები ეკონომიკურ მედია სკოლაში რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტების განაცხადების მიღებას იწყებს.

მედია სკოლა 28 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბერს ეროვნულ ბანკში სტუმრობით დასრულდება.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი რომელიც 4 დღეს გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგები გაიმართება თბილისში. ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს პროექტის ორგანიზატორი.

პროექტი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. იმისთვის რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.