არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა თელავში გაიმართა.

ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.

პროექტის ფარგლებში 7 შეხვედრა გაიმართება. თბილისის, ქუთაისის, სენაკის და თელავის შემდეგ, ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს კიდევ სამ სხვადასხვა რეგიონში. სულ პროექტის ფარგლებში 150-მდე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ საზოგადოება და ბანკები, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.