საზოგადოება და ბანკებმა საპენსიო კალკულატორი შექმნა. daitvale.ge არის ვებგვერდი, რომლის  საშუალებით თქვენ დაახლოებით წარმოდგენას შეიქმნით, თუ რამდენი შეიძლება გქონდეთ პენსია, დღეს არსებული ხელფასის პირობებში.

პენსიის გამოსათვლელად daitvale.ge-ზე უნდა შეცვალოთ ხელფასის ოდენობა, დაგროვების და განკარგვის პერიოდები, წლიური პროცენტი და ნახოთ, რამდენი გექნებათ პენსია.

კალკულატორი ითვალისწინებს 3%-იან ინფლაციას და წლიური საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად დარიცხვას. მომავალში საპენსიო შენატანი შეიცვლება ხელფასის ზრდის/შემცირების შემთხვევაში. საპენსიო კალკულატორი საბოლოო ფორმით შემუშავდება კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული შედეგი პირობითია და ის შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს საბოლოო თანხას.

კანონპროექტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება და გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან რეფორმა ამოქმედდება. დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს დაემატება დამსაქმებლის მიერ დარიცხული 2%. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 4%-ს შეიტანენ.