● შეგექმნათ პრობლემა ბანკთან ურთიერთობისას?
● აპირებთ აიღოთ სესხი ან გახსნათ დეპოზიტი?
● დაგაბნიათ საბანკო პროცედურებმა და ვერ გაარკვიეთ, რომელი პროდუქტია თქვენთვის მისაღები?

18 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გამოცდილი პროფესიონალებისგან. 

შეხვედრა გაიმართება 18 დეკემბერს, 14 საათზე, ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მისამართზე: პუშკინის ქ. #6; 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 240 05 05

პროექტს "საზოგადოება და ბანკები" „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს