2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1%-ით გაიზარდა და 23.6 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორმა ივლისი 39 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. რაც შეეხება საკონვერსიო შემოსავლებს (სავალუტო კონვერტაციები), 2015 წლის იანვარ-ივლისში კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებში 51 მლნ ლარის მოგება ნახეს. ლარის კურსთან დაკავშირებულმა მოლოდინებმა და ფაქტობრივმა რყევებმა საკმაოდ არასტაბილური გარემო შექმნეს საკონვერსიო ოპერაციებისთვის და შესაბამისად ბანკებმა მარტი 3 მილიონ ლარიანი ზარალით დახურეს. თუმცა აპრილ-ივლისში შედარებით სტაბილურმა კურსმა, ასევე ტურისტული სეზონის დაწყებამ, რამაც განაპირობა უცხოური ვალუტის შემოდინება, ბანკებს შესაძლებლობა მისცა ზარალი აენაზღაურებინათ. 

გაეცანით კვლევას სრული სახით მიმაგრებულ ფაილში