ეკონომიკურ მედია სკოლას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა "ფოკუსი განვითარებაზე" იყო. ლექციაზე ნიკოლოზ ქურდიანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის მართვის სტრატეგიებიც გააცნო, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 20 მედია საშუალებას წარმოადგენენ.

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.