ეკონომიკურ მედია სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტები იყო. რომან გოცირიძე ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსაც შეეხო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 20 მედია საშუალებას წარმოადგენენ.

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.