უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმ განცხადებებით, რომლებიც ბოლო დღეებში კეთდება საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია არის კომერციული საიდუმლო და ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა დიდ წილად ამაზე დგას. იმ ფონზე, როდესაც თბილისში წარმატებით ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი და EBRD მაღალ შეფასებას აძლევს ქართულ საბანკო სისტემას, ახასიათებს მას, როგორც სტაბილურს და კარგად კაპიტალიზებულს, ხელისუფლების მხრიდან ბანკების ტრანზაქციების არასწორ კონტექსტში ხსენება უარყოფით სიგნალს უგზავნის არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს. მითუმეტეს, რომ საუბარია ორ უმსხვილეს ქართულ ბანკზე (თიბისი ბანკზე და საქართველოს ბანკზე), რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და მათი აქციების დიდი წილის  მფლობელი თავად არის EBRD. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, შეწყვიტონ საბანკო პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებების კეთება და ნუ დაიწყებენ კონსპირაციული თეორიების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის წინააღმდეგ. ეს პრობლემას შეუქმნის საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქცევას, რაც ქვეყნის ინტერესში ნამდვილად არ შედის.  და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას