● შეგექმნათ პრობლემა ბანკთან ურთიერთობისას?
● აპირებთ აიღოთ სესხი ან გახსნათ დეპოზიტი?
● დაგაბნიათ საბანკო პროცედურებმა და ვერ გაარკვიეთ, რომელი პროდუქტია თქვენთვის მისაღები?

15 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გამოცდილი პროფესიონალებისგან. 

შეხვედრა გაიმართება 15 დეკემბერს, 15 საათზე, ქ. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქ. #62-64
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 240 05 05

ღონისძიების პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Way