ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალათ. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც სრულყოფილი და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი ფაქტია.

ბანკების მფლობელობაში არსებული არაპროფილური აქტივები დამოუკიდებელი ბიზნეს ერთეულებია, შესაბამისად მათ აქვთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ ბანკებისგან დამოუკიდებლად განაგრძონ ფუნქციონირება ბაზარზე. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს პირდაპირი გზით არც ბანკებს და არც კომპანიებს არანაირ სირთულეს არ შეუქმნის და არ დააზარალებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკების არაპროფილურ საქმიანობას, მათ მთლიან აქტივში არც ისე დიდი წილი უკავია. ამ ეტაპზე ბაზარზე მონოპოლიის საფრთხეც ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლით მიიღო.