ეკონომიკური მედია სკოლის ოცდამეორე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.