ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის მიცემული ერთ კვირიანი ვადა ამოიწურა. ცალკეულმა ბანკებმა საკრედიტო ტვირთის შემსუბუქების პოლიტიკა უკვე აამუშავეს. რაც გულისხმობს, რომ იმ მოხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი ლარში, სესხი კი დოლარში აქვთ აღებული, სესხი გადაუვადდებათ.
კლიენტების ნაწილისთვის ეს შეღავათი მაინც არ არის. მათი განმარტებით, სესხის გახანგრძლივებით კრედიტის საერთო მოცულობაც იზრდება.