ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკებს მოუწოდა, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქონ გაუფასურებული ლარის ტვირთი. ქადაგიძემ ბანკის წარმომადგენლებს გეგმის წარსადგენად 1 კვირის ვადა მისცა - სესხის ვადიანობის დაგრძელება თუ სხვა ტიპის რესტრუქტურიზაცია, რომ სესხის მომსახურების ყოველთვიური თანხა შემცირდეს.