20 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა წარადგინოს. იქამდე 2014-ის საფინანსო მაჩვენებელი, რიცხვებში სახაზინო სამსახურის უფროსმა მედიას გააცნო. შესრულებული ბიუჯეტიდან რიცხვები ცოტნე ყავლაშვილმა ჟურნალისტებს წაუკითხა, ჟურნალისტების დახმარებითვე ოპოზიციამ ხადურის უწყება გააკრიტიკა. მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, რომ მთავრობამ ხაზინის შევსება, გარე ფაქტორების გავლენის დახმარებით მოახერხა და ერთ-ერთი მიზეზი გაუფასურებული ლარიც იყო.