მსოფლიო ბანკის განმარტებით, „საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები თავის სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან“. ფულადი გზავნილების მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან იქ მცხოვრები მრავალი ოჯახისთვის გზავნილები შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, 2000 წლიდან მსოფლიოს ქვეყნებში ფულადი გზავნილების რაოდენობა განუხრელად იზრდება. მათი მოცულობა თითქმის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას უტოლდება და მნიშვნელოვნად აღემატება განვითარებადი ქვეყნების მიერ მიღებულ უცხოურ დახმარებას. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაცია გადარჩენის სტრატეგიაა. დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა ხალხს სხვა ქვეყნებში სამუშაოს ძიებისკენ უბიძგებს.
ფულადი გზავნილების მაღალი მნიშვნელობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ გადაწყვიტა მოკლედ მიმოეხილა, თუ რა მდგომარეობაა გზავნილების კუთხით საქართველოში.
გაეცანით მიმაგრებულ ფაილში კვლევას, საქართველოში არსებული ფულადი გზავნილების შესახებ. ასევე, "საზოგადოება და ბანკების" რჩევებსა და რეკომენდაციებს
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.