ისტორია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. დღეს საკმაოდ აქტუალურად დგას პრობლემა, როდესაც იქმნება არასწორი წარმოდგენა საზოგადოების მხრიდან ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ამის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ამისთვის კი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდი გეგმავს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან.
მისია
საზოგადოებასა და ბანკებს შორის კომუნიკაციის დამყარება
მიზნები
- ფინანსური განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში
- მომხმარებლების უფლებების დაცვა
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმირება. ამისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/წარმოება.
- პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, როგორც კლიენტის, ასევე ბანკის ინტერესების დაცვა.
- უნაღდო ანგარიშსწორების წახალისება.
- საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
- ნდობის დამყარება მოსახლეობას და საფინანსო ინსტიტუტებს შორის.