2014 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 475 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა - 2013 წლის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. საქართველოში ფინანსური სექტორი ყველაზე განვითარებული და მზარდი სექტორია. გამორჩეული ამ მხრივ კი კომერციული ბანკებია, რომელთა ფინანსური მაჩვენებლებიც წლიდან წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება სხვადასხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლებით ფორმირდება, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული (სესხებზე დარიცხული პროცენტები) შემოსავლებია. 2014 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით კომერციული ბანკების პროცენტულმა შემოსავლებმა 1,763 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით მეტია. თუ 2010-2014 წლებში ბანკების წმინდა მოგების დინამიკას გადავხედავთ ნათელი ხდება, რომ ტრენდი საკმაოდ არაერთგვაროვანია.
გაეცანით მიმაგრებულ ფაილში საბანკო სექტორის მიმოხილვის შესახებ კვლევას სრული სახით.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.