16 მარტიდან ყოველ ორშაბათს, 17:10-ზე პირველი რადიოს ეთერში გადაცემა "საზოგადოება და ბანკები" გავა.

განვადება, იპოთეკა, სესხი, კრედიტი, ე.წ. "შავი სია", საკრედიტო ისტორია, ბანკი, ონლაინ სესხი, კერძო მევახშე - ამ თემებზე ისაუბრებენ გადაცემაში "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლები, გიორგი კეპულაძე და დავით კიკვიძე.

რა უნდა იცოდეთ ბანკთან ურთიერთობისას, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ დაზარალდეთ - ყველასთვის საჭირო რჩევები პირველი რადიოს პირდაპირ ეთერში.