„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას Galt & Taggart-ის ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ესტუმრა. არჩილ გაჩეჩილაძემ შეხვედრის განმავლობაში ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა.
არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. მედია სკოლამ, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლა.