ეკონომიკურ მედია სკოლას გიორგი ქადაგიძე ესტუმრა. ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავარი თემა "საქართველოს ეკონომიკის განვითარება" იყო. გიორგი ქადაგიძემ მედია სკოლის მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.