ეკონომიკურ მედია სკოლას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, თიბისის მთავარი ეკონომისტი - ოთარ ნადარაია ესტუმრა. ოთარ ნადარაია მსმენელებს ესაუბრა თიბისის ბოლო კვლევის შესახებ. აგრეთვე განიხილა სხვადასხვა მაკროეკონომიკური საკითხები, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.