„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
მედია სკოლის პროექტი, ამჯერად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად ხორციელდება. სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ეკონომიკური მედია სკოლის მეთორმეტე ნაკადი 25 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება, მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.
პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.