ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმაპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა მაკროეკონომიკური მიმოხილვა იყო. კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მსმენელებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.