"საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკურ მედია სკოლას ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაშიშვილი, ესტუმრა. სტუმარი ჟურნალისტებს სტატისტიკაზე, სხვადასხვა ინდიკატორების დათვლის მეთოდოლოგიაზე და საქართველოს ეკონომიკის არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. გიორგი აბაშიშვილმა მედია სკოლის მსმენელების კითხვებსაც უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.
მედია სკოლა სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.