ეკონომიკური დებატები - „საზოგადოება და ბანკების“ წარმატებული პროექტი იწყება!
დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული საპარლამენტო ფორმატით გაიმართება და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იქნებიან ჩართული. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ტრენინგები ჩაუტარდებათ, ერთი ნაწილი შეეხება დებატების სპეციფიკას, მეორე კი ეკონომიკურ და საბანკო თემებს.
ტურნირის ნახევარფინალი ჩატარდება კვირას, 5 მაისს, ხოლო ფინალურ ნაწილს, 9 მაისს, სასტუმრო Holiday Inn უმასპინძლებს. მანამდე, საჭიროა დაესწროთ ერთ ტრენინგს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ მოცემული თარიღებიდან - 13, 14, 20, 21 აპრილი. ტრენინგები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულებს სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯები გამოავლენენ. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსეთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა, 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით. დებატებში მონაწილეობა უფასოა.
პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს.