საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეთერთმეტე ნაკადის მიღებას იწყებს.
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით. იმისთვის რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.